The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაგული ჩხობაძე

Date of birth:11 June, 1945  (79 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1975წწ. იყო ბოლნისის რაიონული პოლიკლინიკის გამგე; 1975-1979წწ. სამხრეთ ოსეთის პათანატომიური ცენტრის დირექტორი; 1979-1983წწ. ქუთაისის სარაიონთაშორისო პათანატომიური ცენტრის ექიმი-პათოლოგანატომი; 1983-1990წწ. ამავე ცენტრის ხელმძღვანელი; 1990-1996წწ. ქუთაისის პათანატომიური სამსახურის საკვლევ-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის ფილიალის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქუთაისის ზოგადი პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა ჭიაყელა ნაწლავის იმუნომორფოლოგიის, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მორფოლოგიურ საკითხებზე. პათანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭიაყელა ნაწლავის იმუნომორფოლოგიური თავისებურებანი სხვადასხვა ფორმის აპენდიციტების დროს", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.333

Awards and Honors

  • 1988 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1986 - ნ. ი. პიროგოვის სახელობის მედალი

Share: