Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ჩხოლარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს და თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1969 წელს. 1959-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1963-1965წწ. უმცროსი, 1965-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თიმუსის ლიმფოიდური პოპულაციის შესწავლას მორფოლოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "Кровеносныесосуд селезенки"("Мецниереба", 1965, Тбилиси). ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის სისხლძარღვები", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.334 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |