შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1968 წელს. 1959-1968წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სანიტარული ავიაციის სადგურის ბორტფერშალი; 1968-1970წწ. სამტრედიის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი, შრომის ჰიგიენის ექიმი; 1971-1973წწ. მუშაობდა სანირატიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1973 წლიდან შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. ეპიდემიოლოგი, მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავთა ინფექციების წყლისმიერი აფეთქებების გაშიფვრა CA ფაგის გამოყენებით", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.336; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ. 380 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |