The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ცისკარიძე

ალექსანდრე ცისკარიძე
Date of birth:7 July, 1964  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს; 1988-1989წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, ინტერნატურა; 1999-2000წწ. - ევროპის ნევროლოგიური საზოგადოების ცერებროვასკულური დაავადებების ფელოუშიპი ლოზანის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში (შვეიცარია); 1999-2001წწ. - ზალცბურგ-კორნელის სასწავლო კურსი ნევროლოგიაში, ზალცბურგი (ავსტრია).

1989-1995წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1997წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2000წწ. - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, სწავლული მდივანი; 2000 წლიდან - პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში; 1996-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის კათედრის ასისტენტი; 2000-2006წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 2003-2004წწ. - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი) ლოზანის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში; 2006-2017წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან - ამავე კათედრის სრული პროფესორი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. - დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2009-2017წწ. - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 2017-2019წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2008-2016წწ. - სამედიცინო ცენტრი "ციტო", ნევროლოგიური სამსახური ხელმძღვანელი; 2016 წლიდან - კლინიკის "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა", ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. 53 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს ჯილდო საუკეთესო ნაშრომისათვის, ინსულტის IX ევროპული კონფერენცია, ვენა, ავსტრია (2000), ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის ბრიუს შონბერგის სახელობის საერთაშორისო ჯილდო ნეიროეპიდემიოლოგიაში (2005). ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველად-დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დემენციების შედარებითი კლინიკურ-პათოგენეზური დახასიათება", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინსულტის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური ნოზოგრაფია პრობლემის გლობალიზაციის ასპექტში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.340; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.386; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • ევროპის ნევროლოგთა ფედერაციის დემენციის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საზოგადოება, წევრი
  • ევროპის ნევროლოგიური საზოგადოება, წევრი
  • მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1995 - პეტრე სარაჯიშვილის სახელობის მედალი და პრემია
    დემენციის შესწავლაში მიღწეული წარმატებებისთვის

Bibliography


Share: