შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე მელიქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1934 წელს. 1934-1935წწ. თბილისის მსუბუქი მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტი, ინჟინერ ტექნოლოგი; 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვებ პროდუქტთა ლაბორატორია, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1935-1936წწ. მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, ინჟნერ-ტექნოლოგი; 1936-1942წწ. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1942-1947წწ. ფიზიკური და ორგანული ქიიიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1947-1977წწ. პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1947-1990წწ. ამავე ინსტიტუტის ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე; 1965 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1967-1971წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, კონსულტანტი; 1973-1978წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის ტყის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის სამეცნიერო საწარმოო ლაბორატორია, კონსულტანტი. 3 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1942 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1964 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |