Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჟიჟიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხორხი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1968 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის პროფესორი, ხოლო 1978 წლიდან - აღნიშნული კათედრის გამგე. წლების განმავლობაში უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტს, როგორც მისი დეკანი; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრებაშ; მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში, ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ალაზიში; აღსანიშნავია მის მიერ მრავალგანზომილებიან ჰარმონიულ ანალიზში დადგენილი მრავალი ცვლადის შეუღლებულ ფუნქციათა არსებობისა და ინტეგრირების პირობები, ფურიეს ჯერადი მწკრივების და მათი შეუღლებული მწკრივების თანაბრად კრებადობისა და თანაბრად შეჯამებადობის საბოლოო სახის საკმარისი პირობები. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1967 წელს - მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |