| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ მშენებლის სპეციალობით 1930 წელს. 1930 წელს მუშაობდა რიონჰესის მშენებლობის საპროექტო განყოფილებაში; 1932 წელს თბილჰიდროპროექტში უფროს ინჟინრად; 1944 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგეგმო კომისიის სათბობისა და ენერგეტიკის განყოფილების უფროსად; 1951-1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორია; 1970-1971წწ. ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა; 1936-1971წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ავტორია 100 ზე მეტი სამეცნიერო შრომისა; მისი შრომები ეხება საქართველოს და ამიერკავკასიის ენერგეტიკის განვითარების საკითხებს, როგორიცაა - წყლის ენერგიის მარაგის გათვლის თეორია და პრაქტიკა, ჰიდროელექტროსადგურების და მათი ცალკეული ნაგებობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენის მეთოდიკა, ჰიდროელექტროსადგურების წყალგამყვან ნაგებობათა ეკონომიური ანგარიში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფუნდამეტური ნაშრომი მთის მდინარეების კასკადური გამოყენების მეცნიერული საფუძვლების დამუშავების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა მის მონოგრაფიაში. მის მიერ დამუშავებული ენერგეტიკული სქემების საფუძველზე დაპროექტდა და აშენდა გუმათიჰესი 1, გუმათიჰესი 2, ვარციხეჰესი, ლაჯანურიჰესი, ჩითახევჰესი, ბჟუჟაჰესი, არზნისჰესი (სომხეთში), მინგეჩაურის წყალსადენის სისტემა (აზერბაიჯანში). იგი ერთ-ერთი ავტორია თბილისის წყალსაცავის კომპლექსური გამოყენების, ხრამ-მაშავერის ენეროირიგაციული სისტემის, ზემო ალაზნის არხის. იყო საქართველოში მაღალი კაშხლების მშენენლობის ინიციატორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.716; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.395; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

