Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჭილაძე![]()
Biographyდაამთავრა ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1945-1947წწ. იყო ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ლაბორანტი; 1947-1949წწ. მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ორდინატორი (ქ. კრასნოდარი); 1949-1952წწ. აბასთუმნის სამშობიარო სახლის გამგე; 1952-1955წწ. ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1955-1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი(მოსკოვი); 1958 წლიდან არის თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის და 18 გამოგონების. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ორსულობის დროს", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მშობიარობის შემდგომ ატონიური სისხლის დენის შეჩერება ელექტრონიზაციის მეთოდით", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.350 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |