The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვადიმ ხატიაშვილი

ვადიმ ხატიაშვილი
Date of birth:4 April, 1964  (61 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს.

1991-1992წწ. ინტერნატურა გაიარა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე; 1992 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი; 1994 წელს რუსეთის მეან-გინეკოლოგიისა და პერინატალოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაიარა ოპერაციული ლაპარასკოპიისა და ჰისტეროსკოპიის სასწავლო კურსი; 1994-1996წწ. სწავლობდა ასპირანტურაში რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, მონაწილეობს მოსკოვსა და თბილისში გამართულ ენდოსკოპიური მეთოდებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესებში. მეან-გინეკოლოგი, ენდოსკოპისტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს სუპრავაგინალური ამპუტაცია და საშვილოსნოს ექსტისპაცია ენდოსკოპიური მეთოდით", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.359


Share: