The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ხეროდინაშვილი

Date of birth:1 July, 1946  (78 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970-1973წწ. იყო კასპის რაიონის საავადმყოფოს გინეკოლოგი; 1973-1978წწ. კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1980-1988წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი; 1990-1992წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1992 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუქცია-პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - სახელმწიფო პროგრამის "უსაფრთხო დედობა" კოორდინატორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის; მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს კუმშვადობის ტელემეტრიული კონტროლი", დაიცვა 1977 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მშობიარობის შემდგომი სეპტიური დაავადებების და ორსულთა ტოქსიკოზების იმუნოლოგიური სტატუსი", დაიცვა 1988 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.362

Member of Organizations

  • მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • მედიკო-სოციალური აკადემია, აკადემიკოსი

Share: