The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ხოდელი

ნოდარ ხოდელი
Date of birth:30 March, 1947  (78 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვოროშილოვგრადის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1973წწ. მუშაობდა რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1973-1980წწ. იყო ქიმიური ქარხნის მედ. სან. ნაწილის პოლიკლინიკის და სტაციონარის, ქალაქის ტრავმატოლოგიური პუნქტის ექიმი. 1981 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1996 წლიდან მუშაობს ექიმთა დიპლომისშემდგომი დახელოვნების სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული კარდიო-ქირურგიის ლაბორატორიის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მარცხენაპარკუჭოვანი შემოვლის ეფექტურობის გაზრდა", დაიცვა 1987 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.365


Share: