The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ბაქაქური

ნინო ბაქაქური
Date of birth:11 May, 1974  (52 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს; იყო აკ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიანტი; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2002-2003წწ. იყო საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში (ვაშინგტონი, აშშ); 2006 წელს დაამთავრა ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება (LL.M.). იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი; 2009 წლიდან აქვს იურიდიული პრაქტიკის უფლება ნიუ–იორკის შტატში (ნიუ-იორკი, აშშ).

1998-2004წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, უფროსი იურისტი, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორი; 2004 წელს - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის წევრი; 2005-2008წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი; 2007 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი; 2007-2010წწ. - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; 2008-2014წწ. - იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი; 2011-2012წწ. - საქართველოს ამერიკის სავაჭრო პალატის სამართლის ექსპერტი; 2012-2014წწ. - თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი; 2014 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2015-2017წწ.-საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014: რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.246; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Awards and Honors

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიანტი

Bibliography


Share: