Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გახელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1991 წლიდან საქმიანობს განათლების სისტემაში, როგორც საჯარო, ისე აკადემიურსა და არასამთავრობო სექტორში. მუშაობდა მასწავლებლად, არის მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორი, განათლების მკვლევარი, ზრდასრულთა მწვრთნელი; პროფესიული განვითარების მრავალი პროგრამის მონაწილე საქართველოსა და უცხოეთში; განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი. მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტად, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მკვლევარი და მიწვეული პროფესორი. ასწავლის მომავალ პედაგოგებსა და განათლების ადმინისტრატორებს. მასწავლებელი, განათლების სფეროს მკვლევარი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.260 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |