Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გეგელია თენგიზ![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარა ჯიხაიში, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა 1954 წელს. 1949-1951წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და მექანიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1951-1956წწ. დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის ასისტენტი;1956-1958წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1966წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1980წწ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის კათედრის ხელმძღვანელი; 1966-1972წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; 1980-1994წწ. ამავე უნივერსიტეტის დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება დიფერენციალურ და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას, მათემატიკური ფიზიკისა და დრეკადობის თეორიის ამოცანებს; შეისწავლა სინგულარულ პოტენციალთა ტიპის ინტეგრალთა თვისებები; დაადგინა სინგულარული ინტეგრალების ასახვისა და გადაადგილების რიგის ფორმულები; იკვლევდა დრეკადობის და თერმომომენტური დრეკადობის ზოგიერთ ძირითად და კონტაქტურ ამოცანას დიფუზიის გათვალისწინებით. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ვეკუას სახელობის პრიზი (1987). მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978. -გვ.29; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.198 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |