The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯაში

მიხეილ ჯაში
Date of birth:27 August, 1964
Date of death:28 December, 2024  (at 60 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1988–1990წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1990–1991წწ. აღნიშნული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ექიმი–ქირურგი; 1991–1994წწ. თსსუ ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი და 1996 წლიდან – თსსუ ზოგადი სპეციალიზაციის, რეზიდენტურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA სისტემის ანტიგენთა განაწილების თავისებურებანი ქრონიკული რინოსინუსოპათიების პოლიპოზური ფორმის დროს ქართულ პოპულაციაში", დაიცვა 1995 წელს. 
არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ. 375; ქართული სამედიცინო პორტალიwww.vidal.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

Share: