Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1956 წელს. 1961-1965წწ. მუშაობდა წყლის რესურსების სახელმწიფო კომიტეტში; 1978 წლიდან იყო ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1992წწ. სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქზღვა ნაპირდაცვის" გენერალური დირექტორი და "სსგ ზღვის მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" დირექტორი; 1972-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის ლაბორატორიის გამგე; 1973 წლიდან ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან ზღვის სანაპირო ზონის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; ბოლო პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა და განვითარდა საზღვაო სანაპიროს რელიეფის მორფოდინამიკის სამეცნიერო მიმართულება. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ზღვის სანაპირო დარგის შემსწავლელი სკოლა. მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოში პირველად, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქზღვა-ნაპირდაცვა", რომელმაც აღიარება მოიპოვა მსოფლიოში ამ დარგში მოღვაწე სპეციალისტთა შორის. ქართველი გეოლოგი, გეომორფოლოგი, საქართველოში ზღვების ნაპირების მორფო-ლითო-დინამიკის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, სსრკ-ში ზღვის სანაპირო ზონის ლითოდინამიური სისტემების კონცეფციის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის პლაჟის დინამიკა ნაპირდაცვის პოზიციებთნ დაკავშირებით საქართველოს ფარგლებში", დაიცვა 1970 წელს (ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანაპირო ზონის მორფოდინამიკა და მისი გამოყენების ოპტიმიზაცია (საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.151-152; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 29 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |