The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი
Date of birth:17 January, 1974  (52 years)
Category:Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთებთან: "ახალგაზრდა ივერიელი", "7 დღე", "ჯორჯიან თაიმსი", "რეზონანსი"; 1996-2001 წლებში მუშაობდა გაზეთების - "რეზონანსის" და "ივერია ექსპრესის" კორესპონდენტად; იყო "რეზონანსის" მორიგე რედაქტორი; 2001-2005 წლებში იყო "ახალი ვერსიის" მთავარი რედაქტორი; გაერთიანებული ქართული მედიისა და ბიზნესის ჯგუფის მთავარი რედაქტორი; 2006 წელს - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2007-2010 წლებში - გამოცემა "სახე(ლ)ები", მიმომხილველი, ჟურნალისტი; 2008-2009 წლებში - გაზეთ "ვერსიის" რედაქტორი; 2009-2015 წლებში - ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის humanrights.ge მთავარი რედაქტორი; 2013-2014 წლებში - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე; 2013 წლიდან  - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. 1993 წლიდან მისი ლექსები და მოთხრობები ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში: "რუბიკონი", "ალტერნატივა", "არილი" და სხვა; გამოცემული აქვს წიგნები: "Aielite", "ომი პროზად" ("ბებერი პოეტების ორდენის წევრთა ერთობლივი თვითგამოცემები"), "ქვები", "თავები". უფლებადამცველი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2012 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2013.-გვ.308

Member of Organizations

  • ლიტერატურულ - საზოგადოებრივი გაერთიანება "არილი", წევრი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მედიის ინსიტიტუტი", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქართული ვაზის ფონდი", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ღვინის კლუბი", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი

Bibliography


Share: