შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ღაღანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-2023წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. თეატრში განსახიერებული როლები: წიწოლა ("ბახტრიონი"), ბატონი გიორგი ("მზიანი ღამე"), არჩილ ფორია ("გვადი ბიგვა"), ფირუზა ("მეტეხის ჩრდილში"), ვაჭარი ტყუილ კოტრიანცი ("ხანუმა"), ლავრენტი და მამამთილი ("კავკასიური ცარცის წრე"), I ღმერთი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), II ალქაჯი ("მაკბეტი") და სხვ.. გადაღებულია ფილმებში: "კარდაკარ" (1960), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1965), "ჩემი მეგობარი ნოდარი" (1968), "ფეოლა" (1970), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "გათენების წინ" (1971), "ზღვის მგელი" (1972), "ნერგები" (1972), "ლაზარეს თავგადასავალი" (1973), "ბიჭები იასამნის ქუჩიდან" (1974), "კაპიტნები" (1974), "ჩირიკი და ჩიკოტელა" (1975), "აურზაური სალხინეთში" (1975), "გაქცევა გათენებისას" (1975), "ნატვრის ხე" (1976), "დილის ნისლივით" (1976), "პირველი კონცერტი" (1978)", "კაცია ადამიანი ?!" (1979), "ბანდიტი აგურის ქარხნიდან" (1983), "ქართველები ცაში" (1984), "აღდგომის ბატკანი" (1988), "ჭა" (1988), "ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ" (1998), "ძვირფასო მ." (2000) და სხვ. ქართული კინოსა და თეატრისა მსახიობი. 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის "ვარსკვლავი". წყარო: თავისუფლების დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2012.-გვ.189; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.122; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |