| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ჭიჭინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტი 1988 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტები 1993 წელს; 1994-1995წწ. სანკტ-პეტერბურგის მარიინის თეატრის ასპირანტურა-სტაჟირება. 1995-2005წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; იყო თბილისის საფესტივალო კამერული ორკესტრის დირიჟორიც. არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის ასოცირებული პროფესორი; 1994-1995წწ. თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორკესტრთან; 1996-1997წწ. თბილისის საფესტივალო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1997 წელს დააარსა ავსტრია-საქართველოს ერთობლივი ფესტივალი "მუსიკალური ნობათი", ფესტივალის ხელმძღვანელი. 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი (2007), სრული პროფესორი (2013). 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორი; 2012-2014წწ. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. პიანისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.136; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 569-570
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

