Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევდემოზ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyმისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დროს, ქართლ-კახეთის მეფე იყო თეიმურაზ I; მას თეიმურაზთან ნათესაობაც აკავშირებდა (თეიმურაზის ვაჟს დავითს - ცოლად ჰყავდა მისი დისწული); ამდენად ადვილი ასახსნელია მისი აქტიური მონაწილეობა ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში; გარდა ამისა, კათოლიკოსს უმთავრესად ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა; მიუხედავად როსტომის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, კათოლიკოსისათვის მიუღებელი იყო ყიზილბაშური ტრადიციების გაბატონება-დამკვიდრების ტენდენცია; შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა; შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი სხვებთან ერთად დააპატიმრეს, ციხეშივე დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 4 (17) ოქტომბერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |