შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევდემოზ I (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიამისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დროს, ქართლ-კახეთის მეფე იყო თეიმურაზ I; მას თეიმურაზთან ნათესაობაც აკავშირებდა (თეიმურაზის ვაჟს დავითს - ცოლად ჰყავდა მისი დისწული); ამდენად ადვილი ასახსნელია მისი აქტიური მონაწილეობა ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში; გარდა ამისა, კათოლიკოსს უმთავრესად ეროვნული ინტერესები ამოძრავებდა; მიუხედავად როსტომის ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისა, კათოლიკოსისათვის მიუღებელი იყო ყიზილბაშური ტრადიციების გაბატონება-დამკვიდრების ტენდენცია; შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა; შეთქმულების დამარცხების შემდეგ იგი სხვებთან ერთად დააპატიმრეს, ციხეშივე დაახრჩვეს და მისი გვამი ნარიყალას ციხიდან გადააგდეს; საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 4 (17) ოქტომბერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.549
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |