Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე (დედოფალი)![]()
Biographyსაქართველოს დედოფალი, ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმისწული; 1029-1030წწ. საქართველოს ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირების მიზნით კონსტანტინოპოლს ეწვია ბაგრატ IV-ის დედა მარიამ დედოფალი; იმპერატორ რომანოზ III-მ "აფხაზთა და ქართველთა" სამეფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და საქართველო ბიზანტიის უფრო მეტად დასაახლოებლად ბაგრატ IV-ს თავისი ძმისწული ელენე შერთო ცოლად (საქართველოში იგი მარიამ დედოფალს გამოაყოლეს); ელენემ და ბაგრატ IV-მ ქორწილი ბანაში გადაიხადეს; ელენეს დიდხანს არ მოუწია საქართველოს დედოფლად ყოფნა, რადგან მალევე გარდაიცვალა; გადმოცემით მის სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულმოქმედი ხატის საქართველოში ჩამოტანა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |