Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიბო თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1949 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს (ვოკალური). 1945–1957წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის მომღერალი, სოლისტი; 1957–1970წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ტიტე (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), თაგვი და კოდალა (ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"), ფოსტალიონი (ა. შავერზაშვილი "მარინე"), ბაზიერი (ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), გიგი (დ. არაყიშვილი "დინარა"); ოპერეტები: მელა (ი. ბობოხიძე "ბურატინო"), ივანიკა, კარლო (შ. მილორავა "ძუნწი", "დედისერთა ჯარში მიდის"), კიკილო (შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"), ბენია, ტრიფონი (გ. ცაბაძე "ახალი სიმღერა", "მეტეხის ჩრდილში"), ქაიხოსრო (ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"), რაბათი (ლ. იაშვილი "ბაბაჯანას ქოშები"), ყვარყვარე (ნ. გაბუნია "ყვარყვარე თუთაბერი"); სხვა რეპერტუარი: ვექილი (შტრაუსი "ღამურა"), პენიჟეკი (კალმანი "მარიცა"); მონაწილეობდა კინოფილმში "პრემიერა" (1991, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 193; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.298 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |