The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე (დედოფალი)

Date of birth:16??
Date of death:1695
Burial location:ალავერდის მონასტერი, ახმეტა
Category:Diplomat, Royalty

Biography

ქართლის დედოფალი, თეიმურაზ I-ის ძის, დავით ბატონიშვილის მეუღლე, ერეკლე I-ის დედა, ცნობილი მოღვაწის ლუარსაბ(ლეონ) დიასამიძის ასული; 1650 წელს დაქვრივებული ელენე დიდი ამალით რუსეთში გაჰყვა ერეკლე (რუსეთში ნიკოლოზ) ბატონიშვილს; 1651 წელს ასტრახანში ჩავიდა, 1652 წელს მოსკოვში, სადაც შვილს კარგი განათლება მიაღებინა; თავისი ტაქტით, დიპლომატიური ნიჭით ელენემ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუსეთის სამეფო კარზე; შვილი დაუახლოვა სამეფო კარს და ნარიშკინთა საგვარეულოს; იღწვოდა შვილის იმერეთში, შემდეგ კი კახეთში გასამეფებლად; მოსკოვში ხანგრძლივი ყოფნის დროს ხელი შეუწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას რუსეთში; 1678 წელს მრავალი საეკლესიო ნივთი, კერძოდ ხატი - "გარდამოხსნა" საქართველოში გამოგზავნა; მოსკოვიდან სპარსეთში ჩავიდა; შაჰის კარზე ხელი შეუწყო ერეკლე I-ის კახეთში გამეფებას; ერეკლეს ქართლში მეფობისას ელენე სამშობლოში მოღვაწეობდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625


Share: