Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ (ქსნის ერისთავი)![]()
Biographyქსნის ერისთავი XVI საუკუნის 60-70-იან წლებში; 1569 წელს, როდესაც ქართლის მეფე სიმონ I ირანელების წინააღმდეგ ფარცხისთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ელიზბარ ქსნის ერისთავი და ბარძიმ ამილახვარი კავთისხევში მდგომ დედოფალს თავს დაესხნენ და მისი ქონება ხელთ იგდეს; როდესაც ქართლს ოსმალები შემოესივნენ მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ელიზბარ ქსნის ერისთავი დაპყრობელს მიეგება; 1578 წელს სიმონ I-ის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ელიზბარ ქსნის ერისთავმა მიტაცებული ქონება უკან დაუბრუნა მეფეს და შენდობა თხოვა; მეფემ შეიწყალა და მხოლოდ მამულების ნაწილი ჩამოართვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.646
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |