Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ამბარცუმიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1928 წელს. მისი გამოკვლევები ეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფიზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეგალაქტიკების ასტრონომიულ პრობლემებს. გამოიკვლია, რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები – ვარსკვლავთა ასოციაციები და სხვა. 1946–1988წწ. იყო ბიურაკანის (სომხეთი) ასტროფიზიკის ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი დირექტორი; 1961–1964წწ. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტი. ასტროფიზიკოსი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.286; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names .- თბ., 2014.-გვ.15 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |