| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პიმენ ყურაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1935 წელს. 1936–1937წწ. იყო ამავე ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1937–1940წწ. ასპირანტი; 1940–1942წწ. ასისტენტი; 1951–1958წწ. დოცენტი; 1958–1960წწ. კათედრის გამგე; 1961 წელს ამავე ინსტიტუტის პრორექტორი. 1959-1962წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1958-1960წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის გამგე. საქართველოში კლინიკური და მეცნიერული პედიატრიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი გარდაცვალებამდე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1942). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვების ქრონიკული მოშლილობის ზოგიერთი საკითხის შესწავლისათვის ბავშვთა ასაკში კლინიკის მასალების მიხედვით", დაიცვა 1942 წელს. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.322; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.235-236 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

