The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ჭოხონელიძე

თამარ ჭოხონელიძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1964  (62 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს.

1973–1983წწ. მღეროდა ბავშვთა ვოკალურ–საკრავიერო ანსამბლ "მზიურში"; 1987-1988წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი; 1990-1994წწ. თბილისის კულტურის უნივერსიტეტის პედაგოგი; 1995-2013წწ. საქართველოს სოლისტი; 2010 წელს დააარსა საესტრადო "სიმღერის შემსწავლელი" სტუდია ("დები ჭოხონელიძეები"). პირველი სტუდია, სადაც ხალხური სიმღერები შეისწავლებაროგორც დისციპლინა.  მისთვის დამახასიათებელია სიმღერის დახვეწილი მანერა, ფერადოვანი ხმის ტემბრი, ღრმა მუსიკალობა. გამოდის როგორც საანსამბლო მომღერალი, ასევე სოლო შესრულებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში "იავნანა". მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1996); ფესტივალ "თბილისური გაზაფხულის" წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1995). ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქალიშვილი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 571-572

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1999 - დები იშხნელების პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვისთვის
  • 1996 - იაკობ გოგებაშვილის მედალი

გააზიარე: