| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ჭოხონელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს. 1973–1983წწ. მღეროდა ბავშვთა ვოკალურ–საკრავიერო ანსამბლ "მზიურში"; 1987-1988წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი; 1990-1994წწ. თბილისის კულტურის უნივერსიტეტის პედაგოგი; 1995-2013წწ. საქართველოს სოლისტი; 2010 წელს დააარსა საესტრადო "სიმღერის შემსწავლელი" სტუდია ("დები ჭოხონელიძეები"). პირველი სტუდია, სადაც ხალხური სიმღერები შეისწავლებაროგორც დისციპლინა. მისთვის დამახასიათებელია სიმღერის დახვეწილი მანერა, ფერადოვანი ხმის ტემბრი, ღრმა მუსიკალობა. გამოდის როგორც საანსამბლო მომღერალი, ასევე სოლო შესრულებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში "იავნანა". მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1996); ფესტივალ "თბილისური გაზაფხულის" წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1995). ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის ქალიშვილი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 571-572 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

