შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევიდ დელ პინო კლინგე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლიმა, პერუ. დაამთავრა მადრიდის რეალკონსერვატორია(სადირიჟორო). სადირიჟორო დებიუტი შედგა 17 წლის ასაკში, რის შემდეგაც მიიღო დე ფალიას სტიპენდია სწავლის გასაგრძელებლად; სადირიჟორო ხელოვნების ამაღლების კურსები გაიარა მიუნხენში(გერმანი), ბერგენში(ნორვეგია) და ბოლონიაში(იტალია); მუშაობდა მრავალ ორკესტრთან: ტოსკანინის სახელობის(ემილია-რომანია, იტალია), ბრანდერბურგის(გერმანია), მექსიკის, არგენტინის, პეტერბურგის, ასტრახანის(რუსეთი), კიევის(უკრაინა); 1993-1998წწ. იყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად, 1994-2000წწ. არგენტინის ნაციონალური ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანაშემწე, 2000-2006წწ. ჩუილეს, 2008-2010წწ. სანტიაგოს სიმფონიური ორკესტრების დირიჟორი; 2010 წლიდან სანტიაგოს(ჩილე) ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, არგენტინასა და ჩილეში, პარალელურად ხელოვნების აკადემიებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; თითქმის 30 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზარდა ლათინოამერიკელი დირიჟორების თაობები; ქართული რეპერტუარი: შ. დავიდოვის კლარნეტის კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად(პირველი შესრულება ბუენოს-აირესში); სხვა რეპერტუარი: მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე მუსიკა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ავტორებისა და კომპოზიტორებისგან(1998); საქართველოში მოღვაწე ლათინოამერიკელი დირიჟორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |