The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე თაყაიშვილი

ალექსანდრე თაყაიშვილი
Date of birth:29 September, 1895
Date of death:30 October, 1958  (at 63 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

სწავლობდა კიევისა და მოსკოვის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე, შემდეგ – თბილისის რუსული დრამის თეატრის სტუდიაში.

1924 წელს ა. თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი მათ შორის პოლონიუსი "ჰამლეტში", რუსი ჩინოვნიკი ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", სენატორი ნ. აზიანის "დეზერტირკაში" და სხვა. 1926 წლიდან სახკიმრეწვის რეჟისორი და მსახიობია. აქ მან დადგა კინო-ფილმი "მოზარდი ენთუზიასტები", ითამაშა ერთ დროს გახმაურებულ ფიმებში: "ბელა", "ბოშური სახლი", "გიული" და სხვა. 1928–1945წწ. ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, სადაც დაინიშნა კ. მარჯანიშვილის რეკომენდაციით. ამ თეატრში დადგა 25 სპექტაკლი. მათ შორის ნ. საცის "ფრიც ბაუერი", ს. მთვარაძის "სურამის ციხე", გ. ნახუცვრიშვილის "პატარა მეგობრები" და "ცეცხლის ხაზზე", აკაკი წერეთლის "პატარა კახი", შ. დადიანის "ბოთე და კუსპარა", მოლიერის "სკაპენის ოინები", ე. შვარცის "წითელქუდა", ს. ზაიაცკის "რობინ ჰუდი", შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და სხვა. 1945–1956წწ. ა. თაყაიშვილი თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ თეატრის სცენაზე დადგა ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ნ. გოგოლის "რევიზორი", ა. შტეინის "პერსონალური საქმე", გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან" და სხვა. 1945 წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.493

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: