Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილიკო თაყაიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1938 წელს; 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში; 1945 წლიდან ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის შემადგენლობაშია. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია. თაყაიშვილი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ოსტატობით, ინტელიგენტური მანერებით, დახვეწილი იუმორით, გააზრებული ქმედებით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. მან ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ცეკვის პარალელურად მუშაობდა ანსამბლის ექიმად. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.493 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |