Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ კუცია-ღვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. ქართული მუსიკალური კულტურისა და ბოტანიკური მეცნიერების ბიბლიოგრაფიული კვლევების ფუძემდებელი; მონაწილე იყო მრავალი ბიბლიოთეკის დაარსების: ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო, მეცნიერების აკადემიის; 1947 წელს საქართველოს წიგნის პალატამ გამოსცა მისი ფუძემდებლური ნაშრომი "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1872–1946)", რომელმაც სათავე დაუდო ქართული მუსიკალური ხელოვნების ბიბლიოგრაფიულ კვლევას; წიგნის რედაქტორი; მის მიერ დადგენილ იქნა მრავალი ქართული სანოტო გამოცემის ავტორი, გრ. ჩხიკვაძესთან ერთად დაადგინა პირველი ქართული სანოტო გამოცემის თარიღიც; გარდა ამისა, მისი თაოსნობით საქართველოს წიგნის პალატაში დაარსდა სპეციალური პერიოდული ბიბლიოგრაფიული გამოცემა "ნოტების მატიანე", აგრეთვე "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1946–1981)"; საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 273; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247-248 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |