The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტონ კუხიანიძე

მელიტონ კუხიანიძე
Date of birth:19 September, 1872
Date of death:8 June, 1951  (at 78 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მესხეთი, ქუთაისის რაიონი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამეფო კართან არსებული კაპელის კურსების საგუნდო–სადირიჟორო განყოფილება.

დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარაში ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და პროფესიული საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში; 1895 წლიდან ვლადიკავკაზში(ორჯონიკიძე) დააარსა მომღერალთა გუნდი; 1907 წლიდან იყო თერგის სასწავლო სემინარიის(ჩრდილოეთ კავკასია) სიმღერა–გალობის მასაწვლებელი; ვლადიკავკაზში დააფუძნა თბილისში არსებული ქართული ფილარმონიული საზოგადოების მუსიკა–სიმღერის მოყვარულთა ფილიალი, იყო მისი ხელმძღვანელი; 1918 წელს მ. ბალანჩივაძემ ქ. ქუთაისის ახალადგახსნილ მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად მიიწვია(თეორია, სოლფეჯიო, მუსიკის ისტორია); 1921 წელს აჭარაში, ბათუმში, დ. ყუბანეიშვილთან ერთად დააარსა პირველი ეთნოგრაფიული გუნდი, 1921–1934წწ. იყო მისი ლოტბარი, გუნდს, 1925 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აჭარის სახელმწიფო აკადემიური გუნდის სახელი მიანიჭა; პარალელურად იყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი; 1934 წლის 1 ივლისიდან მ. კუხიანიძეს დაევალა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის შექმნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თვითონვე იყო(ლოტბარი ნ. შარაბიძე); 1935 წელს გაიმართა კაპელის პირველი კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში; 1937 წელს მ. კუხიანიძემ, ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან დააარსა მოსწავლეთა საბავშვო კაპელა 100 ბავშვის შემადგენლობით; 1944 წელს ჩამოაყალიბა აჭარის სიმღერის და ცეკვის აკადემიური ანსამბლი, იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დამუშავებული აქვს არაერთი ქართული ხალხური სიმღერა; მისი სახელი მიენიჭა აჭარის საგუნდო კაპელას(1952); ქუთაისის სობოროს საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონის, მოწამისა და წმინდანის ბესარიონ კუხიანიძის ძმა; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 274;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.251

Awards and Honors

  • 1932 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: