Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი II (იმერეთის მეფე)![]()
Biographyიმერეთის მეფე 1565-1585წწ., ბაგრატ III-ის ძე; თავისი მეფობის დასაწყისში გიორგი II-ს ოდიშისა და გურიის მთავრებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა; შემდეგ, მთავართა გათიშვის მიზნით, გიორგი I გურიელს დაუმოყვრდა; ლევან I-მა დადიანმა ამ მოყვრობაში თავისი საფრთხე დაინახა; მან გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდერბა და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა; ლევანმა მიიმხრო განკერძოებისათვის მებრძოლი ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძე; 1568 წელს გიორგი II სოფელ იანეთთან მოულოდნელად თავს დაესხა დადიანს და მის მომხრეებს, დაამარცხა ისინი და საჯავახო დაიკავა; მეფის გაძლიერების შიშით დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ, გიორგი II-ს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს; მიუხედავად ამ მარცხისა, გიორგი II-მ მაინც მოახერხა მთავრებთან დროებით მშვიდობის დამყარება; გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალებთანაც; 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშის მიერ იმერეთის დასალაშქრად გაგზავნილი ჯარი; გიორგი II-მ ტახტის პრეტენდენტებისაგან თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის ლევანის დასაცავად, 1583 წელს ციხეში გამოკეტა საკუთარი ძმა კონსტანტინე და მისი შვილი როსტომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.18
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |