შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაკახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის მესამე ვაჟი; 1601 წელს, როდესაც მისმა ძმამ დავითმა მამის ტახტი მიიტაცა, გიორგი ბატონიშვილი დავითის წინააღმდეგ გამოვიდა; დავითმა შერიგების მიზნით გიორგი ბატონიშვილს საუფლისწულო უბოძა; 1602 წელს გიორგი ბატონიშვილმა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ; შეთქმულება გამჟღავნდა; გიორგი ბატონიშვილმა კათალიკოსს შეაფარა თავი, მაგრამ ქართლის მეფემ გიორგი X-მ იგი დავითს გადასცა, მან კი საპყრობილეში ჩასვა; დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ, მამამ გიორგი ბატონიშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლა; 1604 წელის დასაწყისიდან 1605 წლის მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გიორგი ბატონიშვილი კახეთს განაგებდა; 1604 აგვისტოში რუსეთის ხელმწიფის ელჩები მიიღო; 1604 წლის ოქტომბერს დაამარცხა განჯა-შემახის ხანები, რომლებიც ქ. ძეგამზე მოდიოდნენ; ამ ლაშქრობაში გიორგი ბატონიშვილს ახლდა 40 მეთოფისგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი; 1605 წლის 1 იანვარს გიორგი ბატონიშვილმა დარბაზის წევრებთან ერთად რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო; იგი მამამისთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ კონსტანტინე I-მა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |