The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალენტინ თოფურიძე

ვალენტინ თოფურიძე
Date of birth:13 January, 1908
Date of death:1 February, 1980  (at 72 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Sculptor, Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერეს, ი. შარლემანის მოწაფე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1955-იდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლ. კეცხოველი (ქვა, 1936, თბილისი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, აიღეს 1998), რუსთაველი (ქვა, მარმარილო, 1937–1938, ახალციხე), კომპოზიციური ჯგუფი "საქართველო" (ბრინჯაო, 1939, სას.-სამ. გამოფენა, მოსკოვი), "გამარჯვება" (ბრინჯაო, 1947, ჭიათურის თეატრის შენობის ფასადი), ოთხი ფიგურა (გლეხი, მეშახტე, სპორტსმენი ქალი და ვაჟი), კინოთეატრ "რუსთაველის" მთავარ ფასადზე (ყველა ქვა, 1939, თბილისი), ვ. ლენინი (ბრინჯაო, 1956, თბილისი, თავისუფლების მოედანი, აიღეს 1989), შრომა, მეცნიერება, ტექნიკა – სკულპტურული კომპოზიცია (თუჯი, 1958, შ. მიქატაძესთან ერთად, თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, აიღეს 1989). ქალიშვილის პორტრეტი (1930), მოხუცი მემწვანილე (1943), მ. იაშვილის პორტრეტი (1956), მუზა (1968), კაცის ფიგურა (1970, ყველა ტონირებული თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო); მოქანდაკე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102; ვალენტინ ბაგრატის ძე თოფურიძე : საქ. სახალხო მხატვარი, მოქანდაკე. 1908-1980. ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1980. - 21 თებერვალი.-გვ.3; მამულიშვილთა სავანე : დიდუბის პანთეონი / ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.180

Member of Organizations

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1970-)

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1955 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1950 - სტალინური პრემია
  • 1949 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ჭიათურის თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა "გამარჯვება"

Share: