The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი იოსელიანი

დიმიტრი იოსელიანი
Date of birth:2 December, 1913
Date of death:13 March, 1989  (at 75 years)
Category:Economist, Scientist, Sports Coach, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1938 წელს,  მოსკოვის ცენტრალური ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1949 წელს.

1931-1940 წლებში მუშაობდა თბილისის, შემდეგ მოსკოვის 51 სპორტულ დაწესებულებებში, იყო ფიზიკური კულტურის მწერთნელი, სასწავლო ნაწილის გამგე, სპორტული საზოგადოება "ნაუკას", ჯერ რესპუბლიკური, შემდეგ საკავშირო საბჭოს ხელმძღვანელი. 1940 წლის სექტემბერში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე ცნობილი პანფილოვის დივიზიის შემადგენლობაში და ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს ბელორუსიაში, საიდანაც მძიმედ დაჭრილი დაუბრუნდა საქარველოს. და მეცნიერულ მუშაობას მოკიდა ხელი. მძლეოსანი, მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდსმენი ადგილიდან სიმაღლეზე ხტომაში (1936). სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1934, 1935 ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა, ადგილიდან სამხტომი; 1936 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა). სპორტსაზოგადოება "ნაუკას" საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე (1935-40). 1946–1952წწ. იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი, 1956-1983წწ. ამავე ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის გამგე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1983-იდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი. მისი თაოსნობით აშენდა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ახალი შენობა (1955), მძლეოსნობის სასახლე (1979), რომელიც მის სახელს ატარებს. არის 24 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 გამოგონების ავტორი. მან მნიშენელოვანი წელილი შეიტანა პედაგოგიკისა და ადამიანის ფიზიკური აღზრდის თეორიასა და პრაქტიკაში. დაიმსახურა ორდენები, აგრეთვე 14 მედალი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.565; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.338;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 51-52

Awards and Honors

  • 1950 - საქართველოს ფიზკულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: