The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენადი ჩიქვინიძე

გენადი ჩიქვინიძე
Date of birth:15 August, 1936
Date of death:2012  (at 75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1967–1969წწ. იყო ტრესტ "ორგტექმშენის" ექსპერიმენტული მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1969–1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო და სააგარაკო კოოპერატიული მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1973–1987წწ. ამავე აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი. 1987–1992წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს განყოფილების, 1992– დან გაერთიანება "კაპმშენის" უფროსი, 1993 წლიდან გენერალური დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1981) - თბილისში, სანაპიროზე საცურაო აუზის მშენებლობისთვის.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.585; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.638-639; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    1988 წელს სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ტაშირის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსისა და მისი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: