| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საულ კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი, ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1952 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე; 1963–1972წწ. ამავე ინსტიტუტში ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი; 1972 წლიდან პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1986–1992წწ. არჩეული იყი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ; ს. კახიანმა შეისწავლა ზედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების ტოპოგრაფია, მუცლის ღრუს ტოპანატომია და სხვ. იგი 100-მდე მეცნიერული ნაშრომის, 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონებისა და 3 რაციონალური წინადადების ავტორია. ქართული მეცნიერული ქირურგიული სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის ნიკოლოზ კახიანის შვილი და ზაალ კახიანის ძმა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.185-186; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

