Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კვესელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა მარტვილი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა სსრკ–გერმანიის ომში. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში "ას ერგასის დღე". ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.592; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 664; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 60-61 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |