The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ერისთავი

ვიქტორ ერისთავი
Date of birth:22 June, 1939
Date of death:16 December, 2005  (at 66 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.

ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში. 1980 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის გარემოს დაცვის კათედრის გამგე, 1986 წლიდან  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 1978-1979 და 1995 წლებში მივლინებული იყო აშშ-ის უნივერსიტეტებში. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტიკული გამოყენება. ავტორია 3 გამოგონების. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977). გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.60

Member of Organizations

  • აშშ საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-2005)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-2005)

Bibliography


Share: