Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკა მელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს; ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი 2006 წელს. 2002-2003წწ. საქართველოს უშიშროების სამინისტრო, გამომძიებელი; 2007 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი, მრჩევლი; 2007-2008წწ. ამავე აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, მრჩევლი; 2008-2009წწ. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. ამავე ბიუროს უფროსი; 2010 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2010 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი; 2010-2012წწ. ამავე ბიუროს თავმჯდომარე; 2013-2014წწ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, გამგებელი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; unm.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |