Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პიერ კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თეატრალური სტუდია აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით 1924 წელს. 1924–1930 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარჯანიშვილის საელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ ა'კოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), არმანი (ალ. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ონისე (ალ. ყაზბეგის "მოძღვარი"), პეტრუჩიო ("ჭირვეული ცოლის მორჯულება"), პარატოვი (ალ. ოსტროვსკის "უმზითვო"), ანტონიუსი (უ. შექსპირის "ანტონიუსი და კლეოპატრა"), ჩონტა (ვ. ფშაველას "მოკვეთილი"), იცკა რიჟინაშვილი (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი"), ვაშაძე (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ლენინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), სიმონა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), პეტრუჩიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ფუშე (ვ. სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), კიმბაევი (ა. აფინოგენოვის "შიში"), რომანოვი (ვ. კირშონის "პური"), ვარშანიძე (ი. ვაკელის "შური"), რატიანი (ვ. პატარაიას "სანაპიროზე") და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.603; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.66; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 99-100 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |