Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტში 1909-1916წწ.. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზრუმის რაიონში; 1918 წლიდან საქართველოშია და მთელ ძალისხმევას ახმარს ჩვენში ტექნიკური განათლების სათანადო დონეზე დაყენების საქმეს: სათავეში უდგას ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს, არის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი; მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 1929 წელს გამოეყო და გაფორმდა ინდუსტრიულ ინსტიტუტად; აქ იგი 15 წელიწადს ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა კათედრას; მისი მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, ამასთანავე იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი, კერძოდ მეცნიერის ქმედითი მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი ტექნიკა და ცხოვრება, რომლის პირველი რედაქტორიც თვითონ იყო; ქიმიკოსი, დოქტორი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.196 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |