The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკო საფაროვა-აბაშიძე

მაკო საფაროვა-აბაშიძე
Legal name:მარიამ საფაროვა
Date of birth:18 February, 1860
Date of death:25 May, 1940  (at 80 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Translator, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1879 წელს ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში; დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ(მონაწილეობდა ოპერეტებშიც) როლებს: ნატალია(გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), კლოდინა, ტუანეტი(მოლიერის "ჟორჟ დანდენი", "ეჭვით ავადმყოფი"), ელენე, მაშო(ცაგარელის "კუდურ ხანუმ", "ციმბირელი"), ლიზა(გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა(გოგოლის "რევიზორი"), ფაიხოში(დ. ერისთავის "სამშობლო"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ლუიზა(დენერისა და კორმონის "ორი ობოლი"), პოლინა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"); ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს. ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის მეუღლე და მსახიობ ტასო აბაშიძის დედა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.150; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136


Share: