შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლომთათიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს; ხოლო ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას; იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის "განჯის კარის", ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში; დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას; მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში; წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა; იყო ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, 75 ნაშრომის ავტორი; ეხმარებოდა ე. თაყაიშვილს პირადი არქივის მოწესრიგებასა და ნაშრომების რედაქტირებაში. მისი ინიციატივით დაარსდა რუსთავის მუზეუმი (1950), დიდი შრომა გასწია არქეოლოგიურ ტერმინოლოგიის შესაქმნელად. მას ეკუთვნის ასევე ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის "42 პარალელის" თარგმანი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.238;საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.413 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |