Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები 1969 წელს. 1949–1972წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1972–1980წწ. საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1981 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. გადაღებულია მრავალ ფილმში საქართველოსა და საზღვარგარეთ. დიდი პოპულარობა მოუტანა აგულის როლმა ("არაჩვეულებრივი გამოფენა", რეჟ. ე. შენგელაია, 1968 წელს). განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს და ქმნიდა დაუვიწყარ სახეებს. პიროვნული ღირსებების გამო მიჩნეული იყო ქ. თბილისის კოლორიტად. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.198; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.428 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |