The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თოფან მელაძე

თოფან მელაძე
Legal name:თეიმურაზ მელაძე
Date of birth:17 July, 1923
Date of death:1993  (at 69 years)
Category:Dancer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ხულოს რაიონი.

მისი დებიუტი ხულოს დრამატული თეატრის მსახიობობით დაიწყო. ხულოს პედსასწავლებლის საბაზო სკოლის კურსდამთავრებული პედაგოგი თეატრის ხელოვნებამ გაიტაცა. 1943 წელს თეატრში მსახიობად დაკავებულმა სულ რამდენიმე როლი შეასრულა, მაგრამ ბოლოს, ცეკვამ სძლია და დრამის მსახიობი ხშირად გამოდიოდა რაიონულ, საქალაქო, საოლქო, რესპუბლიკურ და საკავშირო ოლიმპიადებზე, როგორც მოცეკვავე. 1946 წელს ხალხური თვითმოქმედების საქალაქო დათვალიერებაზე პირველმა წარადგინა "მხარული", რომელსაც შემდეგ ახალი სახელი "განდაგანა" შეარქვეს, იგი ცეკვა "განდაგანას" ერთ-ერთ პირველ და უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა. 1952 წელს ხულოს სახელმწიფო თეატრის დახურვის შემდეგ, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიწვიეს. ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით მოიარა რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩეხოსლოვალია, პოლონეთი, ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები. 1953 წელს ქობულეთში გადადის და ჯერ კულტურის სახლის დირექტორად დანიშნეს, ხოლო შემდეგ კინოთეატრის დირექტორად გადაიყვანეს. დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებით, მათ შორის იყო მოსკოვის ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის (1957) და მოსკოვის საკავშირო ფესტივალის ლაურეატი (1960).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 315; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.94-95

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • 1952 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული არტისტი

Share: