| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოტია პაჭკორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა "ცისკარსა" და "მნათობში", სადაც სულ უფრო ხვეწდა თავის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას და სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. პირველი წერილი "ტალღები მიისწრაფიან ნაპირისაკენ" გამოაქვეყნა 1958 წელს, პირველი წიგნი - "ლიტერატურული წერილები" - 1969 წელს. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომების კრებულებისა ("დრო და სახელები", ფიქრი მზისა და სიტყვის გამო", "ზმა სინათლეა" და სხვა). გამოცემული ჰქონდა აგრეთვე მოთხრობების რამდენიმე კრებული ("უკუქცევა", "გობელინი", "შენდობა" და სხვა). ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე. მისი მოთხრობები ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია. მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ესეისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ზ. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. - გვ.300; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.319; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

